რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარია მოხდა. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა, რის შემდეგაც ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.