რუსთავში გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2021-05-23 00:20:55

რუსთავში გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით უცხო ქვეყნის მოქალაქე, 23 წლის ახალგაზრდა ნაცემი წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ნახეს.

დაზარალებულის თქმით აღნიშნულ ლოკაციაზე ის მამაკაცებთან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც მათ შორის უთანხმოებას კამათი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟ, ახალგაზრდა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ 126-ე მუხლით დაიწყო.