რუსთავში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა

2021-02-26 00:29:39

რუსთავში, ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ცოფის შემთხვევის გამო ქალაქში საკარანტინე ღონისძიებებია ამოქმედებული.

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, ცოფი მიუსაფარ ძაღლს დაუდასტურდა.

"ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვემო ქართლში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგაშო არაფერი არ არის. ინსტრუქციის და კანონის შესაბამისად, განხორციელებულია სალიკვიდაციო ღონისძიებები და მდგომარეობა არის სტაბილური. შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავსა და გარდაბანში, მიუსაფარ ძაღლებში. ჩატარდა იძულებითი ვაქცინაცია ცხოველის დაცემიდან 3 კილომეტრის რადიუსში, დეზინფექცია ჩაუტარდა დაცემის ადგილს და დაწესდა შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს ადგილზე ცხოველების მიგრაციის კონტროლს", - განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა.

ლიპარტელიანის თქმით, ცხოველებისთვის დაწესებული კარანტინი 60 დღით განისაზღვრება, რუსთავში ცოფის შემთხვევა კი, დაახლოებით, 1 თვის წინ დაფიქსირდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები