რუსთვში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი 21 წლის მამაკაცია.
როგორც გარდაცვლილის მეგობარმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბიჭი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა.
"ბიჭებს მუშაობა უნდა დაეწყოთ და გაუხდათ ცუდად, წაიქცა ორმოში. ამოიყვანეს და სანამ სასწრაფო მოვიდა თვითონ რაც შეძლეს, გულის მასაჟები გაუკეთეს. თუმცა ვერ გადრჩა",- განუცხადა გარდაცვლილის მეგობარმა "ინფო რუსთავს".
მისივე თქმით, ახალგაზრა ბიჭი კოვიდსასტუმროში კორონავირუსზე მკურნალობდა და გუშინ გამოწერეს.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტკრიმინალისტებმა მუშაობა დაიწყეს.