რუსთავში ცოლმა ქმარს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ოჯახში ძალადობის ფაქტი თოდრიას ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირდა.
სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათის შემდეგ, 30 წლამდე ქალმა, 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 2 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით სცემა.
არსებული ინფორმაციით მამაკაცს დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული.
ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სავარაუდოდ სსკ 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.