ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, "ბეემვეს" მარკის ავტომობილი ტრეკზე მოძრაობის დროს, ბილიკიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილის ძრავში ცეცხლი გაჩნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი მთლიანად დაიწვა.
ავტომობილში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმყოფებოდა, მათ მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.