ქურდობის ფაქტი რუსთავში, თოდრიის ქუჩაზე.
არსებული ინფორმაციით, უცხო პირებმა "მერსედესის" მარკის ავტომობილის პლასტმასის დეტალები მოიპარეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.
შსს-ში "ინფო რუსთავთან" განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.