გერმანიაში ქართველ კაცს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

2026-11-24 12:11:40

გერმანიაში ქართველ მამაკაცს ყოფილი შეყვარებულის მძევლად აყვანისთვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი 2012 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის საფრანგეთში, გასული წლის დეკემბერში დააკავეს.

კასელის რეგიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაცმა ყოფილი შეყვარებული სცემა, შეკრა, დანით დაემუქრა და აიძულებდა, მასთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.

სასამართლომ მამაკაცი მძევლად აყვანისა და დამამძიმებელ გარემოებებში გამოძალვისთვის დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.