2026-11-12 16:41:33
იტალიის ქალაქ ნეაპოლში 53 წლის ქართველი ქალი დააკავეს, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვა ედება ბრალად.
შემთხვევა მიმდინარე წლის ივნისში, ნეაპოლის პიედიგროტას უბანში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა, რომელსაც ოჯახში მომვლელად მუშაობდა, საკვებში საძილე მოქმედების ნივთიერება დაამატა. წყვილმა მიირთვა ლობიოს წვნიანი, რომელშიც ნარკოტიკული მოქმედების პრეპარატის რამდენიმე წვეთი იყო შერეული.
გამოძიების ვერსიით, ქალმა პრეპარატის ზემოქმედების შემდეგ სახლიდან 50 000 ევრო ნაღდი ფული და დაახლოებით 100 000 ევროს ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა. საერთო ზარალმა 150 000 ევრო შეადგინა.
შემთხვევის შემდეგ მომვლელმა მიმალვა მოახერხა.
გამოძიების შედეგად პოლიციამ ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელი დაადგინა და ის დააკავა.
ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა