იტალიაში 19 წლის ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკკავეს

2026-10-30 17:15:51

იტალიაში 19 წლის უსახლკარო ქართველი მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მაღაზიიდან გამოსვლისას დააკავეს. მას ხელში ეჭირა ჩანთა, რომელიც ძვირადღირებული (1200 ევროს ღირებულების) კრემებით იყო სავსე.

ახალგაზრდა ადგილზე დააკავეს.

ქართველი უდინეს პროვინციული სარდლობის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.