2026-10-19 14:31:19
საბერძნეთის კუნძულების, ლესბოსისა და სამოსის სანაპიროებთან მიგრანტების ნავებთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა.
ევრონიუსის ინფორმაციით, პირველი შემთხვევა ღამით ლესბოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა, როდესაც ნავი საბერძნეთის სანაპირო დაცვის ხომალდს შეეჯახა. შემთხვევას ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი, ემსხვერპლა. რვა ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ინციდენტის ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება ჩატარდება.
ამავდროულად, კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მიგრანტების კიდევ ერთი ნავი გადაბრუნდა. საბერძნეთის საინფორმაციო სააგენტო ANA-MPA-ს ცნობით, ამ დროისთვის ექვსი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სააგენტოს ინფორმაციით, კიდევ 14 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.