თურქეთში 3 სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა

2026-09-24 11:42:26

თურქეთში, ართვინის რაიონში, გვირაბში სამი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერზურუმიდან ართვინის მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილის დატვირთული მასა, საპირისპირო მიმართულებით მომავალ ორ სატვირთო ავტომობილებს შეეჯახა.

ავარიის შედეგად, სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 2 ადამიანი დაშავდა.

ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.