2026-09-01 12:54:45
იტალიაში სამართალდამცავებმა 43 წლის ქართველი მამაკაცი ძარცვისა და განზრახ ზიანის მიყენების ბრალდებით დააკავეს.
" ჩინეჩიტა დუეს" სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლებმა 43 წლის კაცი მაშინ გააჩერეს, როდესაც ის მაღაზიის თაროებიდან ტანსაცმელს იპარავდა.
გასახდელში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე სამი ნივთის მაგიერ, ერთით გამოვიდა. მან ადგილიდან გაქცევა სცადა და სამართალდამცავებმა დააკავეს.
პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა მავთულის საჭრელი და მაკრატელი, რომლებსაც მამაკაცი ტანსაცმლიდან მაგნიტური ეტიკეტების მოსახსნელად იყენებდა.
ინფორმაციას "RomaToday" ავრცელებს