რუსეთში მომხდარი ავარიის დროს ქართველი კაცი დაიღუპა

2026-08-31 11:49:57

რუსეთში მომხდარი ავარიის დროს ქართველი კაცი დაიღუპა.

გარ­დაც­ვლილ­ია 45 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად მი­დი­ო­და. მეუღლე და შვილები სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Tass-ის ცნო­ბით, ავ­ტო­ბუს­ში თით­ქმის ყვე­ლა მგზავ­რი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს:" 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები.

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის  შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით".

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა და ბოლო ცნობებით დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 38 დაშავდა.