2026-08-30 12:52:57
აქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი სტავროპოლის მხარეში თხრილში გადავარდა.
ავტობუსში 44 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 38 ადამიანი, მათ შორის 11 არასრულწლოვანია.
საგზაო პოლიციის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, Setra-ს მარკის ავტობუსის მძღოლმა, რომელიც საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს, შეუსაბამო სიჩქარის გამო წინ მიმავალ სატვირთოსთან დისტანციის დაცვა ვერ მოახერხა, რასაც ავტობუსის გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნა მოყვა.
ინფორმაციას რუსული მედია "iz.ru" ავრცელებს.