2026-08-29 12:19:15
ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია "napoli.repubblica.it" ავრცელებს.
ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან გამოსვლაში შეუშალა ხელი, რა დროსაც ის ადგილზე ძალის გამოყენებით შეაკავა. გავრცელებული ინფორმაციით კაცი ქალს საპირფარეშოს დატოვების უფლებას არ აძლევდა.
მოგერიების და თავის გათავისუფლების შემდეგ ქალმა მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციას უამბო, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი დააკავეს.