2026-08-22 20:56:05
პოლონეთში ორი ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 52 წლის კაცი ოპელის ამრკის ავტომობილით მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რის გამოც სამართალდამცავებმა გააჩერეს. მასთან ერთად ავტომობილში საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე იმყოფებოდა.
პოლონელმა სამართალდამცავებმა მძღოლი ალკოტესტზე შეამოწმეს, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ კაცი მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. პოლონური მედია წერს, რომ ქართველმა მძღოლმა პოლიციელებს 200 პოლონური ზლოტის ქრთამიც შესთავაზა.
პოლიციამ მასთან ერთად მყოფი ოთხივე მგზავრი გადაამოწმა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე არალეგალურად იმყოფებოდა ქვეყანაში. მძღოლიც და ერთ-ერთი მგზავრიც სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.