იტალიაში კუსტარული სალონის ფლობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2026-07-03 12:24:49

იტალიაში საქართველოს და პაკისტანის მოქალაქეს კუსტარული სალონი ქონდა გახსნილი.

სან ლორენცოს რაიონის შემოწმების დროს, პოლიციამ აღმოაჩინა სალონი, რომელსაც საქართველოს და პაკისტანის მოქალაქეები მართავდნენ.

სალონში ახორციელებდნენ ესთეტიკურ პროცედურებს, როგორებიცაა პერმანენტული მაკიაჟი, ფრჩხილების აღდგენა და ფორმირება, პირსინგი მიკრობლეიდინგი და ტატუ.

მფლობელები პროფესიული კვალიფიკაციის და სერტიფიკატის გარეშე მუშაობდნენ.

მათ არ ჰქონდათ სამედიცინო ინვენტარი, რომლებიც მკურნალობის დროს შესაძლო გართულებების ან ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ანესთეზიური და დამამშვიდებელი მედიკამენტები ვადაგასული ან არასწორად იყო შენახული.

ჩხრეკისას 2900 ნივთი ამოიღეს და დააკავეს საქართველოს და პაკისტანის მოქალაქე.

ინფორმაციას იტალიური მედია "iltabloid.it" ავრცელებს.