ევროპა გაუსაძლის სიცხეს ებრძვის, დაღუპულთა რაოდენობა 1300 აჭარბებს

2026-07-03 12:16:38

ევროპა რეკორდულ სიცხეს ებრძვის.

ტემპერატურა 40°C-ს აჭარბებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, პოლონეთი, ჩეხეთი და საფრანგეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ სიცხეებს 1300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„სიცხის სტრესს ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. ევროპული სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები ამ ტემპერატურებისთვის არ აშენებულა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ყველაზე მეტი გარდაცვალება საფრანგეთსა და ესპანეთში დაფიქსირდა. დაიხურა საზაფხულო სკოლები, გადაიდო ფესტივალები, დაიხურა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და დაფიქსირდა საგანგაშო ტემპერატურა. ხელისუფლება ადამიანებს მოუწოდებს სახლში დარჩენისკენ.

ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.