2026-06-22 19:51:51
ყატარის, რას ლაფანში, თხევადი ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე ცამეტი ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა.
ინფორმაციას "BBC" ავრცელებს.
ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა, საად შერიდა ალ-კააბიმ განაცხადა, რომ აფეთქება გავლენას არ მოახდენს ქვეყნის ექსპორტზე და თქვა, რომ „ეს იყო უბედური შემთხვევა და არა დივერსია ან მტრული ხასიათი“
კვირას მომხდარი აფეთქება მთელ დოჰას ცენტრში იგრძნობოდა.