2026-06-13 17:43:45
პარიზში ექვს ქართველს, რამდენიმე რუსი ავტორის ნაწარმოების მოპარვისთვის, პატიმრობა მიუსაჯეს.
ინფორმაციას ფრანგული მედია "lemonade.fr" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პარიზისა და ლიონის პრესტიჟული ბიბლიოთეკებიდან რამდენიმე რუსი ავტორის ნაწარმოებების მოპარვისთვის, ექვსი ბრალდებული - ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი - დამნაშავედ ცნეს.
50 წლის მიხეილ ზ.-ს შვიდი წლთ თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
49 წლის ბექა ტ.-ს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2 მამაკაცი საქართველოში დააკავეს.
ქურდები ბიბლიოთეკებში იშვიათი და ძვირფასი წიგნების სანახავად მიდიოდნენ. იქ ისინი მათ ფოტოებს უღებდნენ, ზომებს იღებდნენ, შემდეგ კი ყალბ წიგნებს ამზადებდნენ.
მათ პუშკინის ექვსი გამოცემა, ასევე მიხეილ ლერმონტოვის ორი და ევგენი ბარატინსკის ერთი გამოცემა გააყალბეს, რის შედეგადაც ზარალი, სავარაუდოდ, 770 000 ევროს შეადგენს.