თურქეთში ავარიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 33 დაშავდა

2026-05-31 15:58:57

თურქეთის ქალაქს დენიზლიში ავტოსაგზაო შემთხვევას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაშავდა.

როგორც თურქული მედია TRT წერს, დენიზლი-აიდინის ავტობანზე ტურისტული კომპანია "ფამუქალეს" კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი ბარიერს შეეჯახა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა. 

შემთხვევის დროს 8 დაღუპულს შორის ერთ-ერთი 9 თვის ბავშვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

თურქული მედია წერს, რომ ტურისტული ავტობუსი იზმირიდან ანტალიის მიმართულებით გადაადგილდებოდა.