2026-05-29 13:37:43
იატლიაში საქართველოს მოქალაქე ყალბი პასპორტის ქონის ბრალდებით დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია "questure.poliziadistato.it" ავრცელებს
პერუჯას შტატის პოლიციამ 42 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უმბრიის "სან ფრანჩესკოს" საერთაშორისო აეროპორტში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ლონდონის მიმართულებით რეისზე ასვლას ცდილობდა.
მამაკაცი თავდაპირველად ლატვიის მოქალაქედ წარსდგა. მან წარადგინა ლატვიის პასპორტი, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.
საქართველოს მოქალაქეს პირადი და ბარგის ჩხრეკის შედეგად მეორე პასპორტი აღმოაჩნდა, ამჯერად ქართული, რომელიც მამაკაცის სახელზე იყო რეგისტრირებული.
42 წლის მამაკაცმა აღიარა, რომ ლატვიური დოკუმენტი პოლონეთში უკანონოდ შეიძინა დიდ ბრიტანეთში ჩასვლის მიზნით.