საბერძნეთში ქართველი მამაკაცი ჰაერში სროლისთვის დააკავეს

2026-05-03 13:30:25

საბერძნეთში, 30 წლის ქართველი მამაკაცი ჰაერში სროლისთის დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია"protothema.gr" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ნიკიფორო მანდილარას ქუჩაზე, ქართველმა მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა, პირველი სართულის ბინიდან ჰაერში სროლა დაიწყო. მამაკაცი პოლიციამ ადგილზევე დააკავა

მისი სახლის ჩხრეკის შედეგად 57 ვაზნა, ელექტროშოკური მოწყობილობა და დანა აღმოაჩინეს.