2026-04-25 12:19:12
42 წლის საქართველოს მოქალაქე იტალიიდან გამოაძევეს.
ინფორმაციას იტალიური მედია "viterbotoday.it" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 42 წლის საქართველოს მოქალაქე მსჯავდებული იყო ძარცვისთვის. მამაკაცი 4 წლით და 9 თვით სასჯელს იხდიდა.
მსჯავდებულს პატიმრობის ალტერნატივად იტალიიდან გაძევება მიესაჯა.
„საზღვარზე ესკორტირება დანიშნული იქნა მსჯავრდებული მამაკაცის სოციალური საფრთხის შეფასების საფუძველზე“- განმარტავს იტალიის პოლიციის შტაბი.