2026-04-24 17:19:19
იტალიაში საკვები პროდუქტების ქურდობის გამო 44 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია "anteprima24.it" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 44 წლის ქართველმა მამაკაცმა სუპერმარკეტიდან დაახლოებით 600 ევროს ღირებულების საკვები მოიპარა.
მამაკაცი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ქურდობისთვის დააკავეს.