სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო

2026-04-07 15:53:04

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან სროლა იყო.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფტჩიმ განაცხადა, რომ სამივე თავდამსხმელი განეიტრალებულია, ორი პოლიციელი კი მსუბუქად დაიჭრა.

მინისტრის თანახმად, დადგენილია თავდამსხმელთა ვინაობა, ერთ მათგანს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც „რელიგიას თავისი ინტერესებისთვის იყენებს".

"ტერორისტების ვინაობა დადგენილია. დადგინდა, რომ იზმიტიდან დაქირავებული ავტომობილით სტამბოლში ჩასულ ერთ-ერთ პირს კავშირი ჰქონდა ორგანიზაციასთან, რომელიც რელიგიას ექსპლუატაციას უწევს“, - წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

თავდამსხმელებიდან ორი ძმები იყვნენ, რომელთაგან ერთი წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე იყო ნასამართლევი.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, იყო თუ არა თავდამსხმელების სამიზნე ისრაელის საკონსულო.