აშშ-ში ქართველი ქალი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

2026-03-22 14:08:00

აშშ-ში ქართველ ქალი ქალი დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას ამერიკული მედია "EYEWITNESS NEWS"ავრცელებს.

მათი ცნობით, შემთხვევა ლეიკვიუს ცენტრალურ გზაზე მოხდა და 36 წლის დიანა ქუთათელაძე ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ავტომობილით გზის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რა დროსაც რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 80 წელს გადაცილებული წყვილი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.