იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2026-01-10 14:32:53

იტალიაში 37 წლის ქართველი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.  ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად ქურდობა ჩენტოჩელის უბანში მოხდა. მამაკაცის გაქცევის მცდელობის მიუხედავად, მას პოლიციის ეკიპაჟის ოფიცერი დაედევნა და ცხელ კვალზე დააკავა. ოფიცერმა აღმოუჩინა მოპარული ნივთებით სავსე ჩანთა და ოქროს სამკაულები. 
დამნაშავე დამამძიმებელ გარემოებებში ქურდობის ბრალდებით დააკავეს.