ბანკები ვალდებულები არიან წარადგინონ საეჭვო საქმიანობის ანგარიში

2025-12-06 13:56:33

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახური (FinCEN) 
ფულადი გზავნილებით მომსახურე ბანკებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ საეჭვო აქტივობების გამოვლენისა და იდენტიფიცირების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებთან.

 "როგორც წესი, MSB-ები (საფინანსო სერვისების მიწოდებით დაკავებული კომპანიები) ვალდებულნი არიან წარადგინონ საეჭვო საქმიანობის ანგარიში (SAR) ისეთი ტრანზაქციისთვის, რომელიც მოიცავს მინიმუმ 2000 აშშ დოლარს და რომლის შესახებაც MSB-ებმა იციან, ეჭვობენ ან აქვთ ეჭვის საფუძველი, რომ ეს დაკავშირებულია კანონის ან რეგულაციის შესაძლო დარღვევასთან. ეს მოიცავს უკანონო დასაქმებიდან ან სხვაგვარად მიღებული თანხებიდან საზღვარგარეთ გადარიცხვას, რომელთა შესახებ, ეჭვობენ ან აქვთ ეჭვის საფუძველი, რომ უკანონოდ იქნა მიღებული შეერთებულ შტატებში არალეგალური ემიგრანტების მიერ" წერია FinCEN-ის საგანგებო განცხადებაში.