აქციაზე დაშავებული 7 პირი სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი

2024-04-17 13:40:55

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 7 პირი გადაიყვანეს, აქედან 2 სამართალდამცველი იყო.

როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები.

“დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5 მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ”, - აღნიშნა გაბუნიამ.