პატრიარქი ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.

2017-03-12 14:02:39

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებაზე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

"ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე ნგრევა ყოფილა აჭარაში, მანქანების მტვრევა. ძალიან ვწუხვართ. სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი და ძალიან ვწუხავართ რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვრთისმშბლისა. მე იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა. სამწუხაოა ის, რომ ეს არა სიმშვიდე, არეულობა ძალიან ხშირად შეეხება ეკლესიას. უნდა ვეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, სახლში, გონებაში, შვილებში, შვილებს უნდა ვაჩვენოთ მაგალითი სიმშვიდისა"- აღნიშნა პარტიარქმა საკვირაო ქადაგებაზე.