არეულობა შუაღამის ბათუმში (ვიდეოკოლაჟი).

2017-03-12 12:56:29

11 მარტს გვიან ღამით ბათუმში არეულობა დაიწყო, აქციის მონაწილეები თავდაპირველად პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებდნენ და დაკავებული 5 პირის გათავისთუფლებას ითხოვდნენ. აქცია მასობრივ არეულობაში 23:00 საათზე გადაიზარდა. დაპირისპირება მოხდა პოლიციისა და აქციის მონაწილეებს შორის, აქციის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩები დაარბიეს, პოლიციელებს ქვები დაუშინეს, დაწვეს ავტომანქანები, ქუჩებში ისმოდა სროლის ხმაც, რასაც სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენება მოჰყვა. არეულობას პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მოწოდებაც მოჰყვა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. არეულობა 12 საათის განმავლობაში გაგრძელდა, დააკავეს აქციის 40-მდე მონაწილე. ვითარება ბათუმის ქუჩებში დილიდ 6:00 საათიდან განიმუხტა. ამ დროისთვის ბათუმის ქუჩებში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. „ინფო რუსთავი“ გთავაზობთ მასობრივი არეულობის ამსახველ ვიდეო-კოლაჟს. (ვიდეოში გამოყენებულია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მასალები).