სოლიდარობა ბათუმის აქციის მონაწილეებს.

2017-03-12 03:46:55

ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის წევრებმა ბათუმის აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადეს. პარტიის წევრები 2 საათზე მერიის წინ შეიკრიბნენ, აქცია გამართეს და რუსთაველებს მოუწოდეს რომ ბათუმელების გვერდით დადგნენ.

შეგახსენებთ ბათუმში აქციები და პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო რაც პატრულის თანამშრომლებმა მძღოლები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს, რასაც მათი მხრიდან შელაპარაკება მოჰყვა. დაკავებულები კი აცხადებენ რომ პოლიციელები დამამცირებლად მიმართავდნენ და აქცენტს მათ ეთნიკურ წარმომავლობაზე აკეთებდნენ.

ბათუმში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა.