მამაკაცის გარდაცვალების მიზეზით ქალაქის მერი დაინტერესდა.

2017-03-11 23:58:31

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზით ქალაქის მერი დავით ჯიქია დაინტერესდა. თოდრიის ქუჩაზე იქ სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა მერი 1 საათის წინ მივიდა და მომხდარი ფაქტით დაინტერესდა. ადგილზე მივიდა "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს რუსთავის სერვის ცენტრის წარმომადგენლები, კორპუსთან მობილიზებულია ექსპერტიზის სამსახურიც. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს იმის გარკვევა თუ რა მიზეზით გარდაიცვალა 31 წლის მამაკაცი.