ბუნებრივი აირის ნამწვით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო).

2017-03-11 22:38:16

ბუნებრივი აირის ნამწვით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. თოდრიის ქუჩაზე 31 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გადაცვლილი ნახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ბინა ჩაკეტილი იყო და მისი გახსნა სამაშველო ეკიპაჟს მოუწია, სასწრაფო დახმარების ექიმის თქმით ისინი გამოძახებაზე დროულად გამოცხადნენ, თუმცა ადგილზე მისულებს საცხოვრებელ ბინაში გვამი დახვდათ. გავრცელებული ინფორმაციით მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა. აღსანიშნავია რომ ბოლო 1 კვირის მანძილზე მსგავსი უბედური შემთხვევის შედეგად რუსთავში უკვე 7 ადამიანი დაიღუპა.