გაძვირდება თუ არა შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა.

2017-03-11 18:13:41

რუსთავის შიდასაქალაქო ტრანსპორტით, კერძოდ, მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი არ მოიმატებს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რამდენიმე მარშუტის მძღოლები მგზავრობის გაძვირებას ითხოვდნენ, თუმცა აღნიშნული მარშუტის მფლობელების განცხადებით, ამ დროისთვის მგზავრობის ფასი უცვლელი რჩება. აღნიშნული საკითხის წამოწევა, თბილისში მოკლე მანძილზე მოძრავი ტრანსპორტის ფასის 10 თეთრით ზრდამ განაპირობა. „ინფო რუსთავი“ ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ლავრენტი ალანიას დაუკავშირდა. ალანიას  განცხადებით, რუსთავში მოძრავი მიკროავტობუსების მგზავრობის ღირებულების ცვლილება არ იგეგმება.