მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით გამწვანების აქცია მოეწყო.

2017-03-11 14:35:45

მაჟორიტარი დეპუტატის პაატა მხეიძის ინიციატივით ჟიული შარტავას 73 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია გაიმართა. ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე 500 კავკასიური მუხის ნერგი დაირგო, მათ შორის სკოლებში, ტაძრებში, პარკებსა და სკვერებში. მცენარის ნერგები მაჟორიტარ დეპუტატს საჩუქრად თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადასცა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა სტუდენტება, მოსწავლეებმა და რიგითმა რუსთაველბმა მიიღეს. აქსცია მიზნად ისახავს ქალაქის გამწვანებასა და ჯანსაღი გარემოს დამკვიდრებას. უახლოეს მომავალში მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით ქალაქში მსგავსი აქციები კიდევ იგეგმება, დაირგვება ნეკერჩხლის, წაბლისა და ცაცხვის ნერგები. აქციის პირობითი სახელწოდებაა „იხარე მუხავ მაღალო, შენ საქართველო გქვია სახელად“. აქციის დაწყებამდე ნებისმიერ მსურველს შეეძლო მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისთან მისულიყო, ნერგები წაეღო და მისთვის სასურველ ადგილზე დაერგო.