ორმული სამუშაოები დაიწყო.

2017-03-11 13:27:28

ცენტრალურ ქუჩებზე ორმული სამუშაოები მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის სავალი ნაწილის დაზიანებულ ასფალტს ჭრის და მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.

ორმული სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 150 000-მდე ლარია გამოყოფილი და სამუშაოები ქალაქის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე უნდა განხოციელდეს. ცენტრალურ ქუჩებზე ორმოების შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" არაერთხელ გაავრცელა.