რუსთავში ამერიკული ფეხბურთის გუნდი შეიქმნა (ვიდეო).

2017-03-10 21:37:02

რუსთავში ამერიკული ფეხბურთის გუნდი შეიქმნა. სპორტსმენები ინტენსიურად ვარჯიშობენ და საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. რუსთავის სარაგბო კლუბმა "ხარები" ამერიკული ფეხბურთის გუნდს პატივისცემისა და თანამშრომლობის ნიშნად Bengals-ის NFL-ის ფორმები გადასცა. ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ვეფხია გულედანის თქმით, ამჟამად შეხვედრებისთვის და ვარჯიშისთვის ლოკაციის პრობლემა არ არსებობს. ოფიციალური შეხვედრების დროს მოთამაშეები რუსთავის რაგბის სტადიონით ისარგებლებენ, ხოლო ვარჯიშებს უნივერსიტეტ "რვალი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სტადიონზე გამართავენ და ასევე შერჩეულია დახურული დარბაზი, სადაც გუნდი უამინდობის შემთხვევაში შეიკრიბება.