ორ რუსთაველს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა.

2017-03-10 20:08:33

სამედიცინო ინვენტარი განსაკუთრებული საჭიროების მქონე რუსთაველებისთვის. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მორიგი ერთობლივი სოციალური აქციის ფარგლებში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ორ რუსთაველს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და "შშმ პირთა დახმარების ფონდის" ხელმძღვანელმა გოჩა კაპანაძემ ბენეფიციარებს ახალი ინვენტარი სახლში პირადად მიუტანეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ჰუმანიტარულ აქციებს დახმარების ფონდი და ადგილობრივი ხელისუფლება რუსთავში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის პერმანენტულად ახორციელებს.