პოლიციელებმა თბილისის ქუჩაზე მოძრავი ტაქსი გააჩერეს, რომელშიც რამდენიმე პიროვნება იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით "ოპელი"-ს მარკის ავტომობილი ქვემო ფონიჭალიდან რუსთავის მიმართულებით მოძრაობდა და მასში, სავარაუდოდ, ის პიროვნება იმყოფებოდა, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერებები გადაჰქონდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. დეტალებს ვაზუსტებთ.