სანომრე ფირნიშების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

2017-03-10 15:29:50

ცენტრალურ ქუჩებზე (ქალაქის შემოსასვლელიდან მეტალურგიის ქარხნამდე) არსებულ საცხოვრებელ სახლებზე სანომრე ფირნიშების რეაბილიტაცია მოხდება. შესაბამისი სამუშაოებისთვის თვითმმართველობამ ტენდერი 38 199 ლარზე რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა. თითო კორპუსს ორი სანომრე ნიშანი ექნება. სამუშაოები კოსტავას გამზირზე უკვე დაიწყო

აღსანიშნავია რომ გარდა ცენტრალური ქუჩებისა პრობლემა არის სხვა ქუჩებზეც, მიკრორაიონების და დასახლებების დიდ ნაწილიში საცხოვრებელი სახლები სანომრე ფირნიშის გარეშეა, ან ძველი წარწერა არ იკითხება.