შეხვედრა ქვემო ქართლის ბიზნესის წარმომადგენლებთან.

2017-03-10 13:39:08

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქვემო ქართლის ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეები სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამებს გაეცნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მოხდება ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაცია საბაჟო რეგულაციების შესახებ პროდუქციის, ნედლეულისა და  ტექნოლოგიების იმპორტისა და ექსპორტის პროცესში. მონაწილეები დაწვრილებით გაეცნობიან სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სექტორებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებს.