გაზით მოწამვლის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

2017-03-10 12:50:57

ბუნებრივი აირის ნამწვის ინტოკსიკაციის შედეგად კიდევ 1 ადამიანი დაიღუპა. გუშინ გვიან ღამით ფალიაშვილის ქუჩაზე 52 წლის მამაკაცი გარდაცვალა, ხოლო მისი მიეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ მომენტისთვის ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე 1 მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სოცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში რუსთავში გაზით ინტოქსიკაციით 6 ადამიანი გარდაიცვალა.