საბავშვო სპექტაკლის პრემიერა.

2017-03-09 20:22:42

რუსთავის მუნიციპალურ თეატრში საბავშვო სპექტაკლის “პრინცესა ფეფელა მესამეს თავგადასავალი“-ს პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში 15 მსახიობი მონაწილეობს. ინსცენირების ავტორისა და სპექტაკლის რეჟისორის, გურამ ბრეგაძის თქმით, სიუჟეტი თანამედროვეობაზეა მორგებული, სტანდარტულ ზღაპარს არ გავს და სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება. სპექტაკლი ხვალაც გაიმართება, 14 მარტიდან კი მსურველებს ყოველდღიურად შეეძლებათ მისი ნახვა.