რა პრობლემა იყო დილით ბაღებში.

2017-03-09 12:13:18

დღეს საბავშვო ბაღებში მისულ მშობლების ნაწილს განუცხადეს რომ წყალი არ ჰქონდათ, რის გამოც სააღმზრდელო პროცესს ხელი ეშლებოდა და ბავშვების უკან წაყვანა მოსთხოვეს. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" იმ მშობლებმა განუცხადეს რომლებიც ბავშვებთან ერთად უკან გამოაბრუნეს. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს რომ - "ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა პრობლემა, ბაღების გარკვეულ ნაწილში წყალი არ იყო. ჩვენ მშობლებს შევთავაზეთ რომ თუ იყო საშუალება მათ ბავშვები სახლში წაეყვანათ, თუ არა და დავიტოვებდით. იმ ბაღებში სადაც რეზერვუარები გვაქვს სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს. გარდა ამისა დღევანდელი გაცდენილი დღე ბავშვებს საპატიოდ ჩაეთვლებათ".