როდის აღდგება წყლის მიწოდება.

2017-03-09 11:19:41

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ქ. რუსთავში, კომპანია „რუსთავის წყლის“  მე-2 სატუმბო სადგურთან, ტყეპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანიის 800 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, დაზიანების აღმოსაფხვრელად ,მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში,  მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 9 მარტს, დილის 06:00  საათიდან,  საღამოს 22:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთავის მარცხენა  სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას და მარჯვენა სანაპიროს ნაწილს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის მეშვეობით.
„რუსთავის წყალი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.