მოსწავლეების ჩანთა 3,5 კილოს არ უნდა აღემატებოდეს (ფოტო).

2016-11-01 11:59:04

გავრცელებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოების წონასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს. საწყის ეტაპზე  დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება მოხდება, რომლებზეც  გავრცელდება აღნიშნული რეგულაცია,რომლის მიხედვითაც 1-3 კლასის მოსწავლის წიგნი 300 გრამს,ხოლო 4-6 კლასის მოსწავლის წიგნი 400 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ამასთანავე ორივე შემთხვევაში დასაშვებია 10%-იანი მატება.ექსპერტების მიერ ჩანთის წონასთან დაკავშირებვით  შემუშავებული რეგულაციით კი  1-3 კლასელის ჩანთა არ უნდა იყოს 3 კილოზე მეტი, 4-6 კლასელის კი  არ უნდა აღემატებოდეს 3,5 კილოს.ჩანთის წონის შემცირებისთვის შემუშავდება საგაკვეთილო ცხრილის შედგენის სტანდარტიც, იმისთვის,რომ ბავშვებს არ მოუხდეთ  ერთდროულად  ყველა დიდი წიგნის წაღება. თემასთან დაკავშირებული განხილვები უკვე დამთავრებულია და ,სავარაუდოდ, 5 ნოემბერს დამტკიცდება,ძალაში  კი 2017-18 სასწავლო წელს შევა.სამინისტროში აცხადებენ,რომ მშობლებზეც ბევრია დამოკიდებული,რადგან ისინი წყვეტენ რა ნივთები დაამატონ სკოლის ჩანთას, რადგან თუ მოსწავლეს დიდი ზომის წყლის ბოთლს ატანს, ან მძიმე პენალს ეს ავტომატურად ზრდის ჩანთის  წონას. განათლების სამინისტროში იდეის დონეზეა ელექტრონული წიგნების დანერგვაც, რომელიც პარალელურად იარსებებს ახლანდელ სახელმძღვანელოებან ერთად.