ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში მომხდარ ფაქტზე გადაწყვეტილება ცნობილია.

2017-03-08 19:47:38

საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი მაკა კუპატაძე კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორ კვირიანი დისკვალიფიკაციით  დასაჯა. კუპატაძის  დისკვალიფიკაციის მიზეზი რუსთავსა და ბათუმს შორის გამართულ შეხვედრაში მომხდარი ინცინდენტი გახდა, სადაც კუპატაძეს რუსთავის გულშემატკივარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არბიტრმა კი მაყურებლის  მიმართულებით მსაჯის მანიშნებელი ნიშანი ისროლა.

ინცინდენთი  20  თებერვალს  მოხდა. მაკა კუპატაძე საქმიანობას ორი კვირიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ გააგრძელებს ხოლო რუსთავის დარბაზს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.